Star Wars: The Last Jedi

Star Wars-ს ბოლო ფილმის, The Last Jedi-ის პრემიერა კერი ფიშერის ხსოვნას მიეძღვნა

The Guardian

ვარსკვლავური ომების მსოფლიო პრემიერის წითელ ხალიჩაზე მსახიობებთან ერთად ის ჭკვიანი მანქანებიც გამოვიდნენ, რომლებიც ფრანჩაიზის ბოლო ნაწილში The Last Jedi მონაწილეობენ. 


ფოტო: Sky News

ბოლო ფილმი 2015 წლის Star Wars: The Force Awakens-ის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელშიც უზენაესი ლიდერი სნოუკი გალაქტიკაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. 

რეი, რომლის როლს დეიზი რიდლი ასრულებს, ცდილობს დაარწმუნოს ლუკ სკაიუოლქერი (მარკ ჰამილი), შეუერთდეს წინააღმდეგობის ბრძოლაში და სნოუკის წინააღმდეგ ამბოხებულებს იმედი ჩაუსახოს

ფილმში ადამ დრაივერი, ჯონ ბოიეგა და ლუპიტა ნეიონგოც მონაწილეობენ, თავად პრემიერა კი ლეგენდარული კერი ფიშერს მიეძღვნა, რომელიც გასული წლის დეკემბერში 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც The Last Jedi-ზე მუშაობა დაასრულა. 

"მე მინდა, ეს საღამო ქერის მივუძღვნა, რომელიც ახლა შუა თითს მიჩვენებს და ამბობს: "ჯანდაბა, რაიან, არც გაბედო ეს ღამე ფორმალურ მიძღვნად გადააქციო", - თქვა რეჟისორმა რაიან ჯონსონმა პრემიერაზე. 

კითხვას, როგორ გაგრძელდება ვარსკვლავური ომები ფიშერის პერსონაჟის გარეშე, ჯონსონი ასე პასუხობს: 

"საინტერესოა ძველის გარღვევის და ახალი ნიადაგის აღმოჩენის იდეა, ახალი პერსონაჟების და ამბების. ეს ჩემთვის ფუნდამენტურად ამაღელვებელი რამ არის". 

ვარსკვლავური ომების საგა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანჩაიზია. მისი შემოსავალი მილიარდობით დოლარია. ვარაუდობენ, რომ The Last Jedi ეკრანებზე გამოსვლის პირველივე კვირას 200 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ვარსკვლავური ომების მოყვარულებს უკანასკნელი ჯედაის ნახვა დიდ ეკრანებზე 13 დეკემბრიდან შეეძლებათ. 

კომენტარები