ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა

ახალაია ენმ-ს დაშლაზე: არაგონივრული და არაკეთილსინდისიერი საქციელია

არ ვიცი, რატომ დაიშალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორი საქციელი იყო, მაგრამ რატომ დაიშალა, იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც დაშალა. მიზეზი მეათეხარისხოვანია მერწმუნეთ იმიტომ, რომ მთავარი ამოცანა [ბიძინა] ივანიშვილია. ის ამ გზით ყველაფერს აკეთებს და იმტკიცებს ძალაუფლებას. როცა საჭირო იყო, ერთი-ორი პატარა, უმნიშვნელო ადამიანის მარგინალიზაციას ახდენდა, როცა საჭირო იყო მთელი გუნდისას. ყოფს, ანაწილებს, ამას აკეთებს. ვინ რა მოტივით წავიდა, ჩემთვის მეათეხარისხოვანია. [წასულების მხრიდან] არაგონივრული და არაკეთილსინდისიერი საქციელია, ბევრი რომ არ ვილაპარაკო იმიტომ, რომ მთავარი საფრთხე, ივანიშვილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გასაძევებელია ქვეყნიდან და ამ დროს ერთმანეთზე გადაკიდება-გადმოკიდება და წივილ-კივილი სრულიად არასერიოზულია. რა მნიშვნელობა აქვს, რა მოტივი ამოძრავებს ნებისმიერ. თუ არაკეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებთ, მით უმეტეს, კიდევ უარესი

ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია კურიერს ე.წ მატროსოვის ციხიდან სხვა საკითხებთან ერთად 2017 წლის იანვარში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლის შესახებაც ესაუბრა

კომენტარები