აშშ-საქართველო

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს

სტივ რასელი
House of Representatives

რესპუბლიკელი კონგრესმენი სტივ რასელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო ანტიკორუფციული სანქციების შემოღების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. 


მან საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უსამართლო ბიზნეს გარემოს შესახებ სანქციების აქტის ინიცირება გააკეთა. კონგრესმენის გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ეს აქტი საქართველოს მთავრობის საპასუხოდ ინიცირდა მას შემდეგ, რაც მათ დაარღვიეს კონტრაქტები ამერიკულ კომპანიებთან და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებთან - ამერიკელი მოქალაქეების და კომპანიების მხრიდან დროის, ენერგიის და კაპიტალის ინვესტირების შემდეგ. 


ინიციატივის მიხედვით ყოველ 6 თვეში უნდა მომზადდეს ანგარიში იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა საქართველოს მთავრობამ აშშ-ის მოქალაქეებთან კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებულებები და შეთანხმებები და ვინ იყვნენ ამაზე პასუხიმგებელი პირები. ამ პასუხისმგებელ პირებსა და საქართველოს მთავრობას კი, კონგრესმენის განცხადების მიხედვით, შესაძლოა აშშ-ის მხრიდან სანქციები შეეხოთ.

"მე ქართველ ხალხს გვერდით ვუდგავარ კორუფციული ბიზნეს პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში საქარველოს მთავრობაში", - თქვა რასელმა. "მე მათ გვერდით ვდგავარ გარეშე ძალების და ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლაშიც, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ვინც ხელის შეშლას ცდილობს ქართველი ხალხის მისწრაფებაში დემოკრატიული მმართველობისაკენ და, ასევე, ვინც ცდილობს ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობა დააზიანოს ამ უწესო პრაქტიკის გაგრძელებით. 


სავარაუდოდ, ეს განცხადება ეხება ორ საქმეს - „ჯორჯიან მანგანეზის“ და „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“. აშშ-ში აქამდეც გაუკრიტიკებიათ საქართველოს მთავრობა ამ ორი კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პრაქტიკისთვის. USAID-ის ხელმძღვანელის თანაშემწე ევროპასა და ევრაზიაში, ტომას მელია, 2017 წლის ზაფხულში ამბობდა, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" ექსპროპრიაციის პროცესი გაუმჭვირვალე და სწრაფი იყო. ამან კი საქართველოში არსებული სასამართლო სისტემის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვები გააჩინა.
 

ტომას მელია წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტს იკავებდა. 8 ივნისს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე,მან გამოყო სადავო სასამართლო საქმეები, როგორიცაა რუსთავი 2-ის, ჯორჯიან მანგანეზისა და ფილიპ მორის ინთერნეიშენალის საქმეები
"გასულ თვეში ჯორჯიან მანგანეზის საქმეც მოხვდა სასამართლოში, რომელიც მთლიანად ამერიკის საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და მე მჯერა, რომ ის კერძო სექტორის ერთერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენეილია და ერთერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია საქართველოდან. თუ სწორად გავიგე, ბოლო რამდენიმე კვირაში ეს კომპანია ფაქტობრივად ექსპროპრიირებულია. მისი ხელმძღვანელობა თბილისის სასამართლომ გადააყენა და პროცესი დაჩქარებული და გაუმჭვირვალე ჩანდა," - განაცხადა თომას მელიამ მაშინ. 


კონგრესმენ რასელს კი პირადად ბიძინა ივანიშვილიც მწვავედ ჰყავს წარსულში გაკრიტიკებული. 2016 წლის არჩევნებამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სხდომაზე რასელმა, რომელიც 21 წლის განმავლობაში ამერიკის შეიარაღებულ ძალებში  მსახურობდა, მომავალ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მარიონეტია და საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას შეეცდებოდა. სტივ რასელი ივანიშვილისა და სხვა პირებისთვის აშშ-ში აქტივების გაყინვის ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები