ახალი სახალხო დამცველი

კახიძე: ახალი ომბუდსმენი მმართველი გუნდის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს

მეორე არხი

‘’ახალი ომბუდსმენი მმართველი გუნდის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს და ხელისუფლების მიმართ ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს.’’- ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე საუბრობს.

"ახალი სახალხო დამცველის მიერ მწვავევდ დასმულ პრობლემებს აუცილებლად მოჰყვება თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან, რისთვისაც ნინო ლომჯარია მზად უნდა იყოს. რადგან ხელისუფლებამ ლომჯარიას ნდობა გამოუცხადა და ხელისუფლებაშიც არიან მისი მეგობრები, ამაზე არ უნდა ააგოს საომბუდსმენო საქმიანობა. უნდა გამოიჩინოს სერიოზული პასუხისმგებლობა და მზად იყოს ყველანაირი გამოწვევისთვის." - ამბობს კახიძე.

ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქმიანობას ოფიციალურად დღეს შეუდგა. 

საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად რამდენიმე დღის წინ აირჩია. 96 მომხრე, 5 - წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. ის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი კანდიდატი იყო. სახალხო დამცველი პოსტზე ლომჯარიამ უჩა ნანუაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გუშინ ამოეწურა.

კომენტარები