მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში აშშ-ს საელჩო მხარეებს მოუწოდებს ძალადობისგან თავი შეიკავონ

მიხეილ სააკაშვილის დაკავება
Reuters

უკრაინაში ამერიკის საელჩო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა, ძალადობისგან თავი შეიკავონ.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო და პროტესტი კვლავ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ განმუხტონ დაძაბულობა და თავიდან აირიდონ ძალადობა. ვაკვირდებით სიტუციას ყურადღებით და ველით, რომ გამოძიება ჩატარდება უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრეს, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებმა ქუჩა გადაკეტეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლება შეძლეს. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. ბრალდება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები