Turkish airlines

თვითმფრინავი WI FI-ს სახელწოდების გამო აფრენიდან მალევე დაჯდა

turkishairlines.com

Turkish Airlines-ის რეისი ნაირობიდან სტამბულამდე ვერ შესრულდა, რადგან თვითმფრინავს სუდანში დაჯდომა მოუწია.

რეისის ჩაშლის მიზეზი Wi-Fi გახდა, რომელსაც "ბორტზე ბომბია" ერქვა. ამის აღმოჩენის შემდეგ, თვითმფრინავი დაუყონებლივ დაეშვა სუდანში.

ამ შემთხვევის შესახებ Turkish Airlines-მა განცხადება გააკეთა.

"ექსპერტები დაადგენენ Wi-Fi თვითმფრინავში ასვლამდეც ჩართული ჰქონდათ თუ არა. მას შემდეგ რაც თვითმფრინავი დაჯდა და უსაფრთხოების ზომები მივიღეთ, რეისი გაგრძელდა." - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.

კომენტარები