ყალბი დიპლომი

თსუ-ს ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სამსახურის ცნობით, ბრალდებული "ერთერთი ორგანიზაციის" ხელმძღვანელია, თუმცა, არ აკონკრეტებენ - რომლის.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც შემდგომში ერთ - ერთ მოქალაქეზე 2 600 აშშ დოლარად გაასაღა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები