თბილისის მერია

კალაძე: უმკაცრესი რეაგირება მოყვება სამშენებლო წესების დარღვევას

კიდევ ერთი საკითხი, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, ეს არის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოყვება სამშენებლო წესების დარღვევას.

ამის გარდა, მინდა ყურადღება გავამახვილო უკანონო, უნებართვო და პროექტის დარღვევით მშენებლობებზე. მინდა ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დავავალო - მაქსიმალური ყურადღება თქვენი მხრიდან და შესაბამისი, ძალიან მკაცრი ზომების მიღება. ასევე დროული დემონტაჟის მიმართვა, იმიტომ რომ ძალიან მოხშირდა ქალაქში, სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები და ეს ამახინჯებს ჩვენი დედაქალაქის იერსახეს.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები