ვერეს ხეობაში არანაირი სასტუმრო ვერ და არ გაკეთდება. ეს არის რეკრეაციული ზონა. ჩვენ გვექნება სპეციალური მიდგომა ამ ხეობის განვითარებისთვის. არსებობს ზოგადად კონცეფცია, როგორ შეიძლება მისი განვითარება. თუ ვინმემ რაღაც დრო იხელთა, ვიდრე ტრანზიციის და გარდამავალი პერიოდი იყო, არ ვიცი, ამას გავივლით, თუმცა ვერეს ხეობაში ვერანაირი სასტუმრო ვერ აშენდება.
tbl.ge/2nb0
დაკოპირდა

ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე. ცნობისთვის, ენმ-ის წევრის ნიკა ვაჩეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიის ზონალური საბჭოს ხუთმა წევრმა დადებითი რეკომენდაცია გასცა მდინარე ვერეს ხეობაში 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.
ამავე თემაზე
- N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან




