შეზღუდული მოძრაობა

თოვლისა და ლიპყინულის გამო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობილო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:

დიდთოვლობის გამო, საირმე - აბასთუმნის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ქუთაისი - ბაღდათი- აბასთუმანი - ბენარას გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, დიდთოვლობის გამო აკრძალულია ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის ანდეზიტი-ღადოლარი-ის მონაკვეთზე.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი - წყალტუბო - ცაგერი - ლენტეხი - ლასდილის საავტომობილო გზის ცაგერი-ლენტეხის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-ლ-22-ე კილომეტრების მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის  მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის 1-ლ-30-ე კილომეტრების მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო ანაგა - ახალციხის საავტომობილო გზის 106-ე-123-ე მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის 1-ლ-105-ე კილომეტრების და და 124-ე -159-ე მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაოს ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოს საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

კომენტარები