შეზღუდული მოძრაობა

გალაქტიონის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (90 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა), დღეს საღამოდან გალაქტიონის ხიდზე მოძრაობა ორივე მხარეს დაიკეტება. სატრანსპორტო საშუალებები ვეღარ იმოძრავებენ ელბაქიძის დაღმართიდან ხიდისკენ და - პირიქით. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ბარათაშვილის, თამარ მეფისა და ე.წ. მშრალი ხიდით. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ფუნქციონირებს მერიის ცხელი ხაზი - 272 22 22, სადაც სატრანსპორტო საშუალებების წარმომადგენლებს შეუძლიათ დარეკონ და გაარკვიონ, როგორ იმოძრავებენ სამარშრუტო ხაზები.

გალაკტიონის ხიდის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში, ხოლო გვირაბისა და ახალი გზის მშენებლობა - აგვისტოსთვის დასრულდება.

 

კომენტარები