თბილისის მერია

თბილისის მერიის რამდენიმე სსიპ-ს, შპს-სა და ა(ა)იპ-ს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის წევრებს მერიის სსიპ-ების, შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში თემურ თორდინავა კახაბერ გვანცელაძემ შეცვალა, სატრანსპორტო კომპანიაში კი მამუკა კობახიძემ ნუგზარ ჭეიშვილი. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს, მანამდე ამ სამსახურს ზურაბ წიკლაური ხელმძღვანელობადა. ქონების მართვის სააგენტოში კი კარლო ლაფერაძე ირაკლი თავართქილაძემ ჩაანაცვლა.

დღესვე, კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყება დაავალა. მისი თქმით, რეფორმის მიზანია, თბილისის მერია მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება გახდეს.

თბილისის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ დღეს პირველი სხდომა გამართა.

კომენტარები