Victoria Secret Show 2017

ჯიჯი ჰადიდი "VS"-ის 2017 წლის შოუს ჩინეთის ვიზის ვერ მიღების გამო გამოტოვებს

Getty Images

ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი "Victoria Secret"-ის ყოველწლიურ შოუს გამოეთიშა. მოდელმა ჩინეთის ვიზის მიღება ვერ მოახერხა, შესაბამისად შოუზე ვერ მიემგზავრება. ქალის თეთრეულის მწარმოებელი ყველაზე პოპულარული ბრენდის შოუ წელს შანხაიში იმართება.

მოდელმა თავის ფანებს მომხდარის შესახებ თვითერის პოსტით აცნობა, სადაც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება მომავალი წლის ჩვენებას.

"გული მწყდება, რომ წელს ჩინეთში ჩვენებაზე ვერ მივდივარ. მიყვარს ჩემი VS-ის ოჯახი და სულიერად ჩემს გოგოებთან ერთად ვიქნები.ვიცი, რომ ულამაზესი შოუ იქნება და ერთი სული მაქვს ვნახო. უკვე მოუთმენლად ველოდები შემდეგ წელს."-წერია პოსტში.

არც "Victoria Secret"-ის წარმომადგენლები და არც ჯიჯი ჰადიდი, ვიზაზე უარის თქმის მიზეზს არ ასაჯაროებენ. თუმცა ჰადიდის პოსტს თვითერზე ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც თვლიან რომ მოდელს ვიზაზე უარი სოციალურ ქსელ SnapChat-ში ატვირთული ვიდეოს გამო უთხრეს. ვიდეოში 22 წლის ჰადიდი დაწვრილებული თვალებით და ხელში ბუდას ფორმის ნამცხვრით ჩინელების პაროდიას აკეთებს. 

წლის ერთ-ერთ გამორჩეულ შოუს ანალოგიური მიზეზით ჯიჯი ჰადიდის გარდა 3 რუსი და 1 უკრაინელი მოდელიც გამოეთიშნენ. ვიზის მიღებაზე პრობლემა არ შეჰქმნია ჯიჯის დას ბელა ჰადიდს.

"Victoria Secret"-ის 2017 წლის შოუ 28 ნოემბერს შანხაიში მოდელების არასრული შემადგენლობით გაიმართება.

კომენტარები