თბილისის მერია

გოკა გაბაშვილი: ევროპული საქართველო თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

ფრაქცია ევროპული საქართველო თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს. საკრებულოს წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, კალაძის მიმართ მთავარი შეკითხვა იქნება  - "საიდან შეარჩია შავბნელი, შავრაზმული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური წარმომადგენელი მერიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

გაბაშვილი აღნიშნავს, რომ კალაძეს ასევე ჰკითხავენ, "რატომ ვერ შეძლო ნარმანიასთვის სუს-ის მიერ მიჩენილი მოადგილის, ნიკოლეიშვილის გამოცვლა".  

"ეს არის ძირითადი შეკითხვები კალაძის მიმართ. რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ, ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ მერიაში კალაძის საქმიანობაზე" - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს წარუდგენს. სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები