ვაშლების დარიგება სკოლებში

დეკემბრის შემდეგ, სკოლებში ვაშლები აღარ დარიგდება

განათლების ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, დეკემბრის შემდეგ სკოლებში ვაშლები აღარ დარიგდება. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ეს კომპონენტი დეკემბერში სრულდება.

"არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება ვაშლების დარიგებას, ეს კომპონენტი სრულდება და შესაბამისად, ვერ შენარჩუნდება“, - თქვა ჯეჯელავამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ვაშლების დარიგების პროგრამა თბილისის 10 საპილოტე სკოლაში 4 ოქტობერს დაიწყო. ბავშვები კვირაში ერთ ვაშლს იღებდნენ. ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობდა, რომ პროექტია მიზანია - "შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი".

კომენტარები