ჩრდილოეთიდან სამხრეთ კორეაში გაქცეული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

EPA

გუშინ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა ჩრდილოეთ კორეელმა მამაკაცმა ფეხით გადაკვეთა და სამხრეთ კორეაში გადავიდა. მას ჩრდილოეთ კორეულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამხრეთ კორეის განცხადებით, მამაკაცს 40-ჯერ ესროლეს და როდესაც მან სამხრეთ კორეის მხარეს მიაღწია, 5 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

იმ ადგილზე, სადაც ჩრდილოეთ კორეელმა 58 წლის მამაკაცმა საზღვარი გადალახა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ძალები პირისპირ დგანან და დემილიტარიზებული ზონის ეს მონაკვეთი ტურისტულ ატრაქციასაც წარმოადგენს.

სამხრეთ კორეის პარლამენტში მსჯელობა იმის თაობაზე მიმდინარეობს, სამხრეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნით დაარღვია თუ არა ჩრდილოეთ კორეამ დროებითი ზავის პირობები.

ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში ყოველწლიურად დაახლოებით ათასამდე ადამიანი გადადის, თუმცა დემილიტარიზებული ზონის გადაკვეთას მათი ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს. დემილიტარიზებული ზონა ერთ-ერთი ყველაზე დაცული ზოლია მსოფლიოში.

ოფიციალური სეულის ინფორმაციით, 1953 წლის შემდეგ სამხრეთ კორეაში 30,000 ჩრდილოეთ კორეელი გაიქცა.

კომენტარები