საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები

პირველი არხის ცნობით, შესაძლოა კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს

ტაბულა

პირველი არხის ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს. 

მაუწყებლის ცნობით, განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს შეიქმნა, მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები