რეკლამა

დღეს იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება

საქართველოს ბანკი

დღეს, 20:00-ზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება. "ნიუ ეიჯისა“ და "ჯაზის“ ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელს ქართველ მსმენელს SOLO და კომპანია "ალექს პრომოუშენი“ წარუდგენს. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღავნელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტი კამოლიდინ ურინბაევის დირიჟორობით. მუსიკოსები უკვე თბილისში იმყოფებიან და კონცერტის წინა გენერალურ რეპეტიციას გადიან.

"დღევანდელ საღამოს მსმენელს ბევრი სიურპრიზი და ძალიან საინტერესო კონცერტი ელის - მე მოხარული ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში და მიწევს ისეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან მუშაობა, როგორიც ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრია, ასევე დღევანდელი კონცერტი იქნება საუკეთესო კოლაბორაცია საქართველოს ეროვნული და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრების, მსმენელს წინ სასიამოვნო საღამო ელის“ - თქვა იაპონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა კეიკო მაცუიმ SOLO-ში სტუმრობისას.

კომენტარები