ღალატი

ცოლმა ღალატის შესახებ თვითმფრინავში გაიგო, ჩხუბის გამო, რეისი ნაადრევად დაჯდა

tripadvisor.com

ირანელმა ქალმა Qatar Airways-ით ფრენისას მძინარე ქმრის თითის ანაბეჭდით მის ტელეფონს ბლოკი მოხსნა და მესიჯების კითხვისას აღმოაჩინა, რომ ქმარი მას ღალატობდა. ამის შესახებ Times of India წერს. 

თვითმფრინავი რეისს დოჰადან ბალიმდე ასრულებდა. მას შემდეგ, რაც ქალმა ქმრის მესიჯები წაიკითხა, ის გაბრაზდა და ჩხუბი დაიწყო, მგზავრებმა მისი დაწყნარება ვერ შეძლეს. როდესაც სიტუაციის განმუხტვა შეუძლებელი გახდა, თვითმფრინავი ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დაჯდა და ცოლ-ქმარი იქ დატოვა, თვითონ კი რეისი გააგრძელა.

კომენტარები