ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით, საგურამომდე უფასო ავტობუსები დაინიშნა

თბილისის მერია

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში დღეს სახალხო დღესასწაული აღინიშნება. 

თბილისის მერიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. 

ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ - 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა. 

2017 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

კომენტარები