მე-5 მოწვევის საკრებულო

თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

საკრებულოს პრესსამსახური

თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა. დღეს ძველი შემადგენლობით საკრებულოში ბოლო სხდომა გაიმართა. საკრებულოს მუშაობა შეაფასა თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. მისი თქმით, მე-5 მოწვევის საკრებულომ ბევრი დედაქალაქზე და მოქალაქეებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღო.

,,მე ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ძალიან ბევრი კონსტრუქციული, დედაქალაქსა და ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული გადაწყვეტელება მივიღე." - თქვა ალიბეგაშვილმა.

გიორგი ალიბეგაშვილი მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრიც იქნება, თავმჯდომარის პოსტს კი მისი ამჟამინდელი მაოდგილე გიორგი ტყემალაძე დაიკავებს.

თბილისის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს  11 საათზე გაიმართება.

კომენტარები