ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბიორკი

ბიორკი მსმენელს: ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად

ოთხშაბათი, 1 ნოემბერი, 2017 - 13:00
SOU festival
tbl.ge/2llw
დაკოპირდა
SOU festival
SOU festival
SOU festival
SOU festival
SOU festival

31 ოქტომბერს ფესტივალი SOU-ს ორგანიზებითა და ROOMS HOTELS-ის ხელშეწყობით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის კონცერტი გაიმართა.

კონცერტი 2 საათს გაგრძელდა, ბიორკმა 15 სიმღერა შეასრულა - უმეტესობა მისი მერვე ალბომიდან - "Vulnicura" - იყო, თუმცა მუსიკოსმა სიმღერები ძველი ალბომებიდანაც შეასრულა. ყოველი სიმღერის დასრულების შემდეგ, ბიორკი მსმენელს მადლობას ქართულად უხდიდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა და ტაში დაუკრა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს.

ორგანიზატორებისა და თავად ბიორკის მოთხოვნის მიუხედავად, კონცერტის მსვლელობისას, ტელეფონით ფოტო-ვიდეოს გადაღების შემთხვევები მაინც იყო, რასაც თავად მომღერალი გამოეხმაურა.

"როდესაც გიყურებთ, ვხედავ ტელეფონებს და არა თქვენს თვალებს, მე მჭირდება თვალებით კონტაქტი. ნახევარი მსოფლიო გამოვიარე თქვენთან შესახვედრად, ახლა და აქ მე მისმინეთ, ტელეფონებს კი, ხვალ უყურეთ" - უთხრა ბიორკმა შეკრებილ მსმენელს.

ბიორკი სიმღერებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით ასრულებდა, ორკესტრის დირიჟორი ისლანდიელი ბარნი ფრიმან ბარნასონი იყო. ასევე, ის იქნება ორკესტრის დირიჟორი 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე.

კონცერტის დასრულების შემდეგ, ისლანდიელმა მუსიკოსმა ფესტივალ SOU-ს საკუთარ ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა. მან ასევე ფოტოზე ქართველი დიზაინერი, ირმა შარიქაძე მონიშნა, რომლის აქსესუარითაც [აბადოკი] ბიორკი სცენაზე წარსდგა.

ბიორკის მეორე კონცერტი 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ფესტივალი SOU-ს ინფორმაციით, კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ბიორკიფესტივალი SOUკონცერტი

ამავე თემაზე

  • კვირა, 5 ნოემბერი, 2017 - 13:51ბიორკი საქართველოზე: ჯადოსნური დრო გავატარეთ, პოლიფონიური გუნდებით გათამამებულებმა
  • პარასკევი, 3 ნოემბერი, 2017 - 15:19დღეს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიორკის მეორე კონცერტი გაიმართება
  • სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2017 - 15:56თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ბიორკის კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობს
  • ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 13:27ბიორკი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციას დაესწრო
  • ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 - 18:10საქართველოში ბიორკის კონცერტებს ისლანდიელი დირიჟორი უხელმძღვანელებს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:32

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:23

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:08

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
3Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕