ივანიშვილთან მოლაპარაკებით თუ წაუცდათ ხელი ჩემს მოტაცებაზე, თორემ ჩვეულებრივი პროცედურებით მე ეგენი ვერ გადმომცემენ. ჩვეულებრივად, რომ მრავალი კვირა მომათავსონ რაღაც საპატიმროში და ექსტრადირება მოახდინონ, ეს ისეთი სისულელეა, ამას ვერც პოლიტიკურად და ვერც სამართლებრივად ისინი ვერ გაუძლებენ. ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ და მტაცონ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დამყვება და ჩამტენონ თვითმფრინავში, მაგრამ ამას მოჰყვება, ჯერ ერთი, უკრაინის მთავრობის და პრეზიდენტის დამხობა და მეორე, ეს ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქისტვას საქართველოდან. თუ ასე გამიკეთეს, მე საქართველოში არ ვაპირებ წყნარად ჯდომას საკანში და იქიდან ლუღლუღს, აქტიურად ბრძოლას ვაპირებ, თუკი ეს მოხდა და ეს ბრძოლა იქნება ოლიგარქების წინააღმდეგ. ნამდვილად არ ვაპირებ, საქართველოს ოლიგარქს ვუყურო რომელიმე საკნის სარკმლიდან, ვაპირებ აქტიურად ვიბრძოლო და ამისკენაც მოვმართავთ ჩვენ ყველა მომხრეს საქართველოში.
tbl.ge/2ll3
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




