ცნობილი წყვილები

ბლეიქ ლაივლიმ ქმარს იუბილე გოსლინგის ფოტოთი მიულოცა, რითიც სამაგიერო გადაუხადა

24 ოქტომბერს მსახიობმა რაიან რეინოლდსმა თავისი 41-ე დაბადების დღე აღნიშნა. მისმა ცოლმა, ასევე, მსახიობმა ბლეიქ ლაივლიმ ქმარს Instagram-ზეც მიულოცა, თუმცა მათი საერთო ფოტოს ატვირთვის ნაცვლად, მან რაიან გოსლინგის ფოტო გამოაქვეყნა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ფოტოზე რეინოლდსიც ჩანს, უფრო სწორად კი, მისი სახის ნაწილი. 


ბლეიქ ლაივლის ეს ნაბიჯი პასუხი იყო იმაზე, რომ 25 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე ქმარმა საერთო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ლაივლი ნახევრად ჩანს. როგორც ჩანს, პოპულარულ წყვილს ძალიან კარგი იუმორი აქვს. 

კომენტარები