კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კარლოს პუჩემონტი ვადამდელ რეგიონულ არჩევნებს არ დანიშნავს

AFP/Getty

კატალონიის ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის პრეზიდენტი, კარლოს პუჩემონტი ოფიციალური მადრიდის მხრიდან პირდაპირი კონტროლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აპირებდა.

გუშინ პუჩემონტმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და ახლა დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება რეგიონულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.

დღეს ესპანეთის სენატი რეგიონზე პირდაპირი კონტროლის გავრცელების მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას განიხილავს.

სავარაუდოა, რომ სენატი საგანგებო ზომების მიღებას მხარს დაუჭერს, რაც კატალონიის ხელმძღვანელობის დათხოვნასაც მოიცავს.

კომენტარები