lgbt უფლებები

მეუფე სპირიდონი კალაძეზე: ეს კაცი ხელიდან არის წასული

ეტყობა, მისთვის [კახა კალაძისთვის] მოდაში აღარაა საქართველოს ისტორია, ჩვენი ერის გმირული წარსული, ჩვენი წმინდა მეფეები, წმინდა დედოფლები, ქეთევან წამებული, მისთვის სასაცილოა ეტყობა, ჩვენი მილიონობით ქართველი ხალხის დაღვრილი სისხლი, ჩვენი მეფეების დაღვრული სისხლი, ჩვენი დედოფლების დაღვრილი სისხლი, მისთვის არაფერი არ არის ეტყობა და ეს კაცი ხელიდან არის წასული, კაცო, ასე გამოდის.

სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი 26 ოქტომბრის ქადაგებისას, ფეხბურთელ გურამ კაშიას LGBT სამკლაურით თამაშზე. ცნობისთვის, ამასთან დაკავშირებით თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ "ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები. ”

კომენტარები