lgbt უფლებები

მეუფე სპირიდონი: თამარ მეფის ქალაქის ხელმძღვანელი ასეთ გათახსირებას უნდა ამბობდეს?

მერე ჰკითხეს, ეხლა რომ თბილისის მერად ავირჩიეთ, კახი კალაძეს - თქვენ რა აზრის ხართო [გურამ კაშიას LGBT სამკლავურით თამაშზე]? -ოო, ძალიან კარგი რამე ითქვაო, ჩვენ დემოკრატები ვართო, ჩვენ თავისუფლების ხალხი ვართო, ჩვენ მივესალმებით ყოველგვარი აზრის გამოხატვასო, ჩვენ ვამაყობთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთო. ე.ი, რა თქვა - ძალიან კარგი ქნა იმ კაცმა, რომ პიდარასტების დროშა გაიკეთა და ჩვენ მივესალმებით ამასო.

რა არის ეს? რა უბედურებაა კაცო ეს? ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის ქალაქის ხელმძღვანელი ამნაირ გათახსირებას უნდა ამბობდეს? ეს არის საქმე? ამის გულისთვის ჩაიქცა საქართველოში მილიონობით ქართველი კაცის, მეომარის სისხლი, რომ დღეს ვიღაც, ბოდიში და არ ვიცი, რა ვუწოდო ასეთ ადამიანს,რომ ვიღაც ესეთი ადამიანი გამოდიოდეს და პიდარასტების აგიტაცია-პროპაგანდას აკეთებდეს საქართველოში და მის დედაქალაქში? ამის გულისთვის ეწამა ის 100 000 მოწამე?

სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი 26 ოქტომბრის ქადაგებისას, ფეხბურთელ გურამ კაშიას LGBT სამკლაურით თამაშზე. ცნობისთვის, ამასთან დაკავშირებით თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ "ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები. ”

კომენტარები