კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კატალონიის პრეზიდენტი ვადამდელი რეგიონული არჩევნების დანიშვნას აპირებს

AFP/Getty

ადგილობრივი მედიის ცნობით კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა 20 დეკემბერს ვადამდელი რეგიონული არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა.

La Vanguardia-ს ცნობით პუჩემონტმა გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერმინისტრის, მარიანო რახოის გადასარწმუნებლად მიიღო, რათა ესპანეთმა რეგიონზე პირდაპირი კონტროლი არ გაავრცელოს.

გავრცელებული ცნობით პუჩემონტი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.

კომენტარები