არჩევნები 2017

სასამართლომ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა, თიანეთის მერი მეჭიაური იქნება

თამაზ მეჭიაური
ტაბულა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თამაზ მეჭიაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა. ცნობისთვის, საოლქო კომისიამ 5 ბათილი ბიულეტენი ქართული ოცნების კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა.

ამ გადაწყვეტილებით, მეჭიაური არჩევნებს 1 ხმით იგებს და თიანეთის მერი ხდება.

ქართული ოცნების კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩვრება სააპელაციო წესით შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის 20-ე საარჩევნო უბანზე 5 ხმა ბათილად ცნეს, შედეგად მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა, თუმცა, მოგვიანებით, საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბიულეტენები აღადგინა, რის გამოც მეჭიაური დამარცხდა. მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

კომენტარები