მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ღამე უკრაინის რადას წინ, კარავში გაათენა

facebook: Mikheil Saakashvili

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ღამე კიევში, უკრაინის პარლამენტთან, კარავში გაატარა, სადაც უკვე 8 დღეა პოლიტიკური რეფორმებით მოთხოვნით აქცია იმართება. სააკაშვილმა უკრაინის მცხოვრებლებსაც მიმართა და მოუწოდა, შეუერთდნენ. 

"მე ეს უმაღლესი რადას წინ, ღამე კარავში გავატარე, სადაც ადამიანები შეკრებილები არიან და უცდიან 7 ნოემბერს, როდესაც რადამ უნდა მიიღოს 3 კანონი, რომლებიც იქნება სისტემის შეცვლისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი. 

დღეს ჩვენ ლექცია-სემინარებს ჩავარატებთ პოლიტიკური რეფორმების, საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ. მე თქვენ გელოდებით, აქ ყველას შეუძლია მოსვლა სამსახურის შემდეგ. გელოდებით, რადგან მინდა ვიცოდე, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ამაოდ არ ვაკეთებთ, რომ მე აქ ამაოდ არ ვდგავარ. თუ რამის უკეთესობისკენ შეცვლა გვინდა, აქ უნდა ვიდგეთ და ერთად ვცვლიდეთ სისტემას.  ჩვენ ვისაუბრებთ სისტემის შეცვლასა და იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ უკრაინა იმ პერიოდისთვის, როდესაც ხელისუფლებაში ოლიგარქები აღარ იქნებიან. ჩვენ აქ ალტერნატიული იდეებს შევქმნით“, - თქვა სააკაშვილმა.

Image removed.
ფოტო: facebook: Mikheil Saakashvili
 

კომენტარები