არჩევნები 2017

თამაზ მეჭიაური: არჩევნები ქუცნაშვილმა გამიყალბა

თამაზ მეჭიაური
ტაბულა

თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ თიანეთში არჩევნები  ზაქარია ქუცნაშვილმა გაუყალბა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან თქვა. 

"ქართული ოცნების" იმ ნაწილმა გამიყალბა, უფრო ქუცნაშვილთანაა საქმე, შეიძლება აქაც ეხმარებოდა ვინმე, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რომ "ქართული ოცნების" ნაწილმა მისგან გამიჯვნა უკვე დაიწყო და პრივატულში კიდევ უფრო ბევრმა, ვიდრე ოფიციალურად, აქ მისი გადარჩენის ინსტინქტი მუშაობს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიბინძურეში არის გასვრილი. თუ არ გაემიჯნებიან ქუცნაშვილს, მაშინ ჩავთვლი სამართლიანად, რომ „ქართული ოცნების“ კრებსითი სახე არის ქუცნაშვილი და ჩემთვის ნებისმიერი არის ქუცნაშვილი. შესაბამისად, ჩემი ურთიერთობა მათთან, როგორც მეგობრებთან, შეწყდება", - ამბობს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი. 

თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე 5 ხმა ბათილად ცნეს, შედეგად უბანზე თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა, თუმცა, მოგვიანებით საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბიულეტენები აღადგინა, რის გამოც მეჭიაური დამარცხდა. ის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, სასამართლოსგან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ოქმების გაუქმებას და უბანზე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას ითხოვს. მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

კომენტარები