არჩევნები 2017

"მსხვერპლი არაა" - მეჭიაური დამწვარი მანქანის ფოტოს ავრცელებს

Facebook.com/Tamaz Mechiauri

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლების დამწვარი მანქანის ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, "მსხვერპლი არაა".

თამაზ მეჭიაურმა მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"ჩვენი შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს, რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა... პოლიციას შევატყობინეთ... ტერორი დაიწყო?" - წერს მეჭიაური.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას არკვევენ და ცოტა ხანში მოგვაწვდიან.

ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით, თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური არჩევნებს აგებს. მას ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა 5 ხმით მას შემდეგ გადაუსწრო, რაც ბათილი ბიულეტენები ვალიდურად ცნეს. იქამდე, თამაზ მეჭიაური 1 ხმით იგებდა. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ის და მისი მხარდამჭერები ცესკოს მონაცემებს აპროტესტებენ.

კომენტარები