არჩევნები 2017

პაოლო მალდინი კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ტაბულა

იტალიის საფეხბურო ნაკრების და კლუბ მილანის ლეგენდარული კაპიტანი, პაოლო მალდინი ყოფილ თანაგუნდელს, კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქზე დაწერა. 

პაოლო მალდინი სხვა ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად საქართველოში ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩამოვიდნენ და მონაწილეობა საქველმოქმედო მატჩში მიიღეს. მათგან უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელია. მატჩში თავად კალაძეც მონაწილეობდა.

საქართველოში ეს მატჩი საარჩევნო კოდექსის დარღვევად შეფასდა, ვინაიდან მატჩი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩატარდა. კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა. 

მატჩის შემდეგ მალდინიმ ინსტაგრამზე საქველმოქმედო მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა: "ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის".

კომენტარები