არჩევნები 2017

ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა - კალაძე 50.62%, ელისაშვილი 17.52%

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა და თვითმართელობის არჩევნები შეაჯამა. 

"სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის მიხედვით "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გამოთვლილ პროცენტს წარმოადგენს 50.46%, ალექსანდრე ელისაშვილი - 17.52%, ზაალ უდუმაშვილი - 16.8% და ელენე ხოშტარია 7.12%.

როგორც "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაშია ნათქვამი, ხმების დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. 

" "სამართლიანი არჩევნების“ PVT [ხმების პარალელური დათვლა] მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. გასული არჩევნებისგან განსხვავებით, არ ჰქონია ადგილი უბნების დარბევისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. რიგი დარღვევებისა კვლავ მარნეულის ოლქში გამოვლინდა, თუმცა შემცირებული მასშტაბით უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან შედარებით. ამ განცხადების გავრცელების დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 77 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 127 საჩივარი - საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 70 შენიშვნა."- ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები