კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ხელმძღვანელობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

AFP

დღეს ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ხელმძღვანელობის დათხოვნის და რეგიონში არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ ვთხოვთ სენატს, იმისათვის რომ ქვეყნის ზოგადი ინტერესები დავიცვათ, ავტორიზაცია მისცეს მთავრობას რომ დაითხოვოს კატალონიის პრეზიდენტი და მისი მთავრობა" განაცხადა ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახოიმ პრესკონფერენციაზე.

ოფიციალური მადრიდის მიერ რეგიონის პირდაპირი მმართველობა პოლიციაზე, ფინანსებზე და საზოგადოებრივ მედიაზე კონტროლის გავრცელებას მოიცავს. ასევე შეიკვეცება რეგიონული პარლამენტის ძალაც.

მარიანო რახოის თქმით მას არ სურს ამ სპეციალური ძალაუფლების 6 თვეზე ხანგრძლივი ვადით გამოყენება და სიტუაციის დარეგულირებისთანავე რეგიონული არჩევნები დაინიშნება.

"ჩვენი მიზანი არის აღვადგინოთ კანონი და მოსახლეობას შორის ნორმალური კოჰაბიტაცია, რაც ძალიან დაირღვა. ასევე გავაგრძელოთ ეკონომიკის აღდგენა, რაც დღეს კატალონიაში საფრთხის ქვეშაა და არჩევნების ნორმალურ სიტუაციაში ჩატარება." თქვა მან.

სენატი მთავრობის მოთხოვნას 27 ოქტომბერს განიხილავს, მანამდე კი დამოუკიდებლობის მომხრეები საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

კომენტარები