არჩევნები 2017

ვაშაძე: დუბაიში მივდივარ, რომ ავუხსნა - რა არის ბლოკჩეინ ქალაქი

დუბაიმ გამოაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ პირველი ბლოკჩეინ ქალაქის გაკეთებას აპირებენ, შინაარსიც გავარკვიე ამ პროექტის, ეს არ არის ნამდვილი ბლოკჩეინ ქალაქი. ამიტომ, ოქტომბრის ბოლოს დუბაიში მივდივარ იმისთვის რომ ავუხსნა, რა არის ბლოკჩეინ ქალაქი. 

პირველი, ბლოკჩეინ ქალაქი არის პროექტი, რომელიც ნიშნავს ერთი მხრივ ქალაქის გაშენებას, მაგრამ მისი აქციები იქნება კრიპტო ბირჟაზე გამოტანილი, თბილისის თითოული მაცხოვრებელი მიიღებს თითო აქციას, რომლის ფასის ზრდასთან ერთად, მეტ შემოსავალს მიიღებენ ამ აქციის მფლობელები. 

მთავარი ღირებულება ამ პროექტის არის ის, რომ ამით ჩვენ შევძლებთ სწრაფად ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვას. კრიპტობირჟა არის დღეს ყველაზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება. 

აქ იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი, ფინანსური ცენტრი, ეს იქნება ქალაქი ქალაქში. მეორე - ეს იქნება მთლიანად მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი. ჩვენ გვაქვს მოდელი მოფიქრებული, როდესაც მზის ენერგია გადაითარგმნება კრიპტოვალუტაში. ბიტკოინის შემთხვევაში ენერგია მიდის მის გამომუშავებაში, ჩვენს შემთხვევაში მზის ენერგია გარდაიქმნება კრიპტოვალუტაში.

ტაბულასთან საუბარში ამბობს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები