არჩევნები 2017

ვაშაძე: დედაჩემმა დამირეკა - მაღაზიაში გამყიდველი მეკითხება, ბლოკჩეინი რა არისო

დღეს დილით დედაჩემმა დამირეკა და მეუბნება - "15 წუთში დაგირეკავ და მიპასუხე, მაღაზიაში გამყიდველი მეკითხება, ბლოკჩეინი რა არისო და იქნებ ამიხსნათო".

პირველი ბლოკჩეინ ქალაქი არის პროექტი, რომელიც ნიშნავს ერთი მხრივ ქალაქის გაშენებას, მაგრამ მისი აქციები იქნება კრიპტო ბირჟაზე გამოტანილი, თბილისის თითოეული მაცხოვრებელი მიიღებს თითო აქციას, რომლის ფასის ზრდასთან ერთად, მეტ შემოსავალს მიიღებენ ამ აქციის მფლობელები. 

მთავარი ღირებულება ამ პროექტის არის ის, რომ ამით ჩვენ შევძლებთ, სწრაფად ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვას. კრიპტობირჟა არის დღეს ყველაზე მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება.

ტაბულასთან საუბარში "ბლოკჩეინ ქალაქის" მშენებლობასთან დაკავშირებით ამბობს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები