იუნესკო

აშშ-ის შემდეგ UNESCO-ს ისრაელიც ტოვებს

ისრაელის პრემიერ მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იუნესკოს ისრაელიც დატოვებს.

"ეს არის თამამი და მორალური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ იუნესკო აბსურდის თეატრად იქცა და ისტორიის დაცვის მაგივრად მას ამახინჯებს." - თქვა ნეთანიაჰუმ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის მიერ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დატოვების მიზეზი იუნესკოს მიერ ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკაა. აშშ წარმომადგენლების ნაცვლად, ორგანიზაციაში სადამკვირვებლო მისიას მიავლენს.

კომენტარები