კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

ბარსელონაში დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

CNN

კვირას ბარსელონაში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები კატალონიის ლიდერს გადაწყვეტილების შეჩერებისაკენ მოუწოდებნენ და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას მოითხოვდნენ.

მსვლელობა კატალონიის სამოქალაქო საზოგადოების (Societat Civil Catalana) მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც მხარს მადრიდში არსებული პოლიტიკური პარტიები უჭერენ. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდეს მონაწილეობა მიეღოთ ამ მსვლელობაში.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველ ოქტომბერს ჩატარდა და მას ესპანეთის მთავრობა არაკონსტიტუციურად სცნობს. კატალონიის ლიდერის, კარლოს პუჩემონტის აზრით ის ფაქტი, რომ არჩევნებზე მისულთა 90%-მა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა ნიშნავს, რომ კატალონია ესპანეთს უნდა გამოეყოს. არჩევნებზე კატალონიელთა მხოლოდ 42% მივიდა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეებმა რეფერენდუმი არაკანონიერად მიიჩნიეს და მონაწილეობა არ მიიღეს.

გასულ კვირას ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის რეგიონულ პარლამენტს ორშაბათს დანიშნული სესიის გადადება უბრძანა. ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, დაემორჩილება თუ არა კატალონიის პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ბრძანებას.

კატალონიის პარტლამენტის წარმომადგენლის თქმით ახალი სესია სამშაბათს 6 საათზე დაინიშნა და მოსალოდნელია, რომ ამ სესიაზე კატალონიის ლიდერი კარლოს პუჩემონტი პარლამენტის წევრებს "მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე" უახლეს ინფრომაციას გააცნობს.

კომენტარები