არჩევნები 2017

რუსთავი 2-ის კვლევა: 29% ხმას არასდროს არ მისცემდა ირმა ინაშვილს

ტაბულა

რუსთავი 2-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია Edison Research-მა თბილისის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

კითხვაზე, "მერობის რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არანაირ ვითარებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თქვენი ფავორიტი კანდიდატი რომ არ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას," გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

  1. ირმა ინაშვილი - 29%
  2. ზალიკო უდუმაშვილი - 24%
  3. ელენე ხოშტარია - 23%
  4. გიორგი გუგავა - 23%
  5. თენგიზ შერგელაშვილი - 21%
  6. კახა კუკავა - 20%
  7. გიორგი ვაშაძე - 20%
  8. კახი კალაძე - 19%
  9. ალეკო ელისაშვილი - 9%

გამოკითხულთა 39% ფიქრობს რომ თბილისში მეორე ტური ჩატარდება. პარტიების რეიტინგი კი ასე გადანაწილდა: 

კითხვაზე, "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია: 

  1. "ქართული ოცნება" - 36%
  2. "ნაციონალური მოძრაობა" - 12%
  3. "ევროპული საქართველო" - 8%
  4. "ლეიბორისტული პარტია" - 5%
  5. "პატრიოტთა ალიანსი" - 4%
  6. "დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
  7. "ახალი საქართველო" - 1%
  8. "რესპუბლიკური პარტია" - 1%
  9. არ გადამიწყვეტია - 15%
  10. უარი პასუხზე - 8%
  11. არავის - 9%

კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: 

  1. კახი კალაძე - 34%
  2. ზაალ უდუმაშვილი - 14%
  3. ალეკო ელისაშვილი - 14%
  4. ელენე ხოშტარია - 5%
  5. ირმა ინაშვილი - 2%
  6. გიორგი გუგავა - 2%
  7. კახა კუკავა - 1%
  8. გიორგი ვაშაძე - 1%
  9. თენგიზ შერგელაშვილი - თითქმის 1%; 
  10. არ გადამიწყვეტია - 13%
  11. უარი პასუხზე - 7%
  12. არავის - 6%

კვლევაში გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი: 1200 რესპონდენტი, 18+ წლის თბილისის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული რესპონდენტები. გამოკითხვა 22 სექტემბერი - 2 ოქტომბრის შუალედში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/–3 %, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

კომენტარები