არჩევნები 2017

რუსთავი 2-ის კვლევა: ოცნება 36%, ენმ 12%, ევროპული საქართველო 8%, ლეიბორისტები 5%

edison

რუსთავი 2-ის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანია Edison Research-მა თბილისის მასშტაბით გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. გამოკითხულებიდან ყველა არის სრულწლოვანი და აქვს დედაქალაქში ხმის მიცემის უფლება.

კითხვაზე, "თბილისის საკრებულოს არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" შედეგი ასეთია: 

  1. "ქართული ოცნება" - 36%
  2. "ნაციონალური მოძრაობა" - 12%
  3. "ევროპული საქართველო" - 8%
  4. "ლეიბორისტული პარტია" - 5%
  5. "პატრიოტთა ალიანსი" - 4%
  6. "დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
  7. "ახალი საქართველო" - 1%
  8. "რესპუბლიკური პარტია" - 1%
  9. არ გადამიწყვეტია - 15%
  10. უარი პასუხზე - 8%
  11. არავის - 9%

კითხვაზე, "თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" პასუხები ასეთია: 

  1. კახი კალაძე - 34%
  2. ზაალ უდუმაშვილი - 14%
  3. ალეკო ელისაშვილი - 14%
  4. ელენე ხოშტარია - 5%
  5. ირმა ინაშვილი - 2%
  6. გიორგი გუგავა - 2%
  7. კახა კუკავა - 1%
  8. გიორგი ვაშაძე - 1%
  9. თენგიზ შერგელაშვილი - თითქმის 1%; 
  10. არ გადამიწყვეტია - 13%
  11. უარი პასუხზე - 7%
  12. არავის - 6%

კვლევაში გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი: 1200 რესპონდენტი, 18+ წლის თბილისის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული რესპონდენტები. გამოკითხვა 22 სექტემბერი - 2 ოქტომბრის შუალედში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/–3 %, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

 

კომენტარები