ქარიშხალი მარია

ტრამპი: მე მათ შესანიშნავი, ძალიან კარგი ქაღალდის ხელსახოცები ვესროლე

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუერტო რიკოში ქარიშხალ მარიას მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის დახმარების სპეციალურ ცენტრში მის მიერ ქაღალდის ხელსახოცების დარიგებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეა. პრეზიდენტის თქმით, ის კრიტიკა, რაც გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა უსაფუძვლოა, რადგანაც ხელსახოცების ასე დარიგება მას იქ შეკრებილმა ხალხმა თხოვა.

ქაღალდის ხელსახოცების დარიგების ამსახველი ვიდეო:

"მათ ჰქონდათ უმშვენიერესი რბილი ხელსახოცები, მართლაც კარგი ხარისხის. მე მივედი და იქ შეკრებილი ხალხი სიხარულით და აპლოდისმენტებით შემეგება. კარგ დროს ატარებდნენ, მათ მითხრეს "გადმოგვიგდეთ, გადმოგვიგდეთ ბატონო პრეზიდენტო" და მეც ასე გავაკეთე. მეორე დღეს კი ვნახე რომ მედიაში მომხდარის გამო მაკრიტიკებნენ, ეს არის უსაფუძვლო და გამოგონილი საკითხი",- გუბერნატორ მაიკ ჰაკაბისთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს ტრამპი.

კომენტარები