არჩევნები 2017

საერთო ტელედებატები - ქართული ოცნების შეთავაზება მედიას

პარლამენტი

ქართული ოცნება ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება. არჩილ თალაკვაძის თქმით, კახა კალაძე მონაწილეობას მხოლოდ საერთო დებატებში მიიღებს. 

"ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება - ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას შეთანხმდნენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებას და მედიას, არ გვსურს გამოვარჩიოთ რომელიმე მედიასაშუალება, ან რომელიმე მერობის კანდიდატი. ამიტომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს საერთო დებატში, რომელიც აგებული იქნება პარიტეტულ პრინციპზე და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს”, - განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს სატელევიზიო დებატები რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა შესთავაზა. თუმცა, კალაძის თქმით, ელისაშვილთან დებატები საინტერესო არ არის, რადგან ის მისი მთავარი კონკურენტი არ არის. 

 

კომენტარები