არჩევნები 2017

მერობის კანდიდატი: რომელ ქალაქშიც კარგი შედეგი ექნება "ოცნებას", პროექტები იქ წავა

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი შედეგი იქნება [არჩევნებზე] დადებული. ამას აქცევენ ყურადღებას ცენტრალურ ხელისუფლებაში შემდგომი პროექტებისათვის. როდესაც უკვე ირჩევა დიდი პროექტები რაიონებს შორის, იმას აქცევენ ყურადღებას, რომელ ქალაქში რა მაჩვენებელი იყო და სადაც დიდი მაჩვენებელია, ყველა პროექტი იქ მიდის და ჩვენი თხოვნაა, ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ, არ დავიზაროთ, 21-ში მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და შემოვხაზოთ 41 ნომერი.

ქართული ოცნების ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე თქვა, რომ რომელ ქალაქშიც მაღალ შედეგს აჩვენებს მმართველი გუნდი, სწორედ იქ დააფინანსებს ცენტრალური ხელისუფლება პროექტებს.

კომენტარები