მართვის მოწმობის განახლება

2006 წლამდე აღებულ მართვის მოწმობებს 2018 წლიდან ვადა შეუწყდება

Bayram Isgandarov / newscafe.ge

საქართველოს მოქალაქეებს 2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობების განახლება მოუწევთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 იანვრამდე აქვთ.

  • 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების  მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.
  • 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს  მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.

მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარმოდგენის საფუძველზე შეიცვლება.

მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის საფასური იგივე (15 ლარი) რჩება.

კომენტარები