ფოტოშოფი

საფრანგეთში დამუშავებულ ფოტოებზე შესაბამისი წარწერის გაკეთება აუცილებელი ხდება

hollywood life

საფრანგეთში კანონპროექტი ამოქმედდა, რომელიც მოდელებისთის გადაღებულ დამუშავებულ ფოტოებზე შესაბამისი წარწერის გაკეთებას ავალდებულებს. 

ფოტოებზე, რომელზეც შეცვლილია მოდელების სხეულის ფორმები, ფერები და სხვა დეტალები, უნდა ჰქონდეს მინიშნება, რომ ის დამუშავებულია. ფრანგული მედიის ცნობით, კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 44 ათასი დოლარი ან რეკლამიდან შემოსავლის 30% იქნება. 

მოდელების ფოტოების დამუშავება მრავალი წელია, სამოდელო და სარეკლამო ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. კანონის ავტორების აზრით, მისი მიღების მიზეზიც სწორედ ეს არის - ფოტოშოფით დამუშავებულ არაეალურ სხეულთან და სახესთან მიმსგავსებას ბევრი მოზარდი ცდილობს, რაც მათ ფსიქიკას აზიანებს და თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს, რასაც ისინი საკუთარი სხეულის სიძულვილამდე მიჰყავს. 

კვებითი აშლილობა, რასაც სწორედ დამუშვებული ფოტოების და "იდეალური სხეულის ხატებთან" მიახლოებისთვის გაუთავებელი დიეტა იწვევს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ამერიკის კვებითი აშლილობის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში 70 მილიონი ადამიანი იტანჯება. AFP-ის ცნობით, საფრანგეთში ეს რიცხვი 600 ათასია და 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდების სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზიც ავტოავარიების შემდეგ. 

კომენტარები