კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

ფილიპე VI: კატალონიის რეფერენდუმი არაკანონიერია

ესპანეთის მეფე ფილიპე VI ამბობს, რომ კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის ჩატარებული რეფერენდუმი არაკანონიერია. 

მონარქმა ესპანეთის მოსახლეობას სატელევიზიო ეთერის საშუალებით მიმართა და თქვა, რომ ესპანეთში სიტუაცია "მეტისმეტად სერიოზულია" და მათ ერთიანობისკენ მოუწოდა.

ფილიპე VI-მ ასევე აღნიშნა, რომ კატალონიის ლიდერებმა, რომელთა ორგანიზებითაც მოხდა რეფერენდუმის დანიშვნა, "სახელმწიფო ძალების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს". 

"მათ დაარღვიეს კანონის უზენაესობის დემოკრატიული პრინციპები. დღეს კატალონიის მოსახლეობა გამტყდარია,"- თქვა ესპანეთის მონარქმა და აღნიშნა, რომ ეს გამოკითხვა ავტონომიური რეგიონისა და მთელი ესპანეთის ეკონომიკურ განვითარებას რისკის ქვეშ აყენებს.

საბოლოოდ კი აღნიშნა, რომ "ესპანეთი რთულ ეტაპს გადალახავს".

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კვირას ჩატარდა. მასში მონაწილეთა 95%-მა პროცენტი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, დამოუკიდებლობას "დიახ" 90%-მა პროცენტმა უთხრა. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც მთელი მოსახლეობის 42%-ია, სულ კატალონიაში 5,34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

კომენტარები