არჩევნები 2017

"მომიკითხეთ" - კალაძის პასუხი ISFED-ს მატჩში მისი მონაწილეობის შესახებ

Kakha Kaladze/Fb.com

„მომიკითხეთ“ – ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შეფასებაზე, იმის შესახებ რომ გუშინდელ მატჩში მონაწილეობით შესაძლოა ის საარჩევნო კოდექსს არღვევდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ორგანიზაცია ადმინისტრაციული რესურსის, აგიტაციის წესების დარღვევისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს 29 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩშიც ხედავდა, რომელშიც კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად იღებდა მონაწილეობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული მატჩი, სახელწოდებით მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის დინამო არენაზე გუშინ გაიმართა. თამაში საქველმოქმედო იყო და ბორჯომის ხანძრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის აღდგენას ემსახურებოდა.

ფეხბურთელები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩამოვიდნენ, მათი უმრავლესობა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელია. თამაშში კალაძემაც მიიღო მონაწილეობა. 

 

 

 

კომენტარები