სექსი დიდ ქალაქში

სარა ჯესიკა პარკერის თქმით, Sex and The City-ის მესამე ნაწილს აღარ გადაიღებენ

არაერთი დაპირებისა და მინიშნების შემდეგ, საკულტო სერიალისა და ფილმების ყველა გულშემატკივარი ელოდა, როდის გადაიღებდნენ Sex and the City-ის მესამე ნაწილს, თუმცა სარა ჯესიკა პარკერის ბოლო ინტერვიუმ Extra-სთან ყველა მათგანს იმედები გაუცრუა. 

პარკერის თქმით, გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იდეა ჩავარდა, თუმცა მას ამის მიზეზი არ უთქვამს. 

"ყველაფერი მორჩა, ჩვენ აღარ ვაკეთებთ ახალ ფილმს. იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ძალიან ლამაზი, სახალისო, გულისამაჩუყებელი და მხიარული სცენარი და ამბავი გვქონდა,"- ამბობს მსახიობი. 

პარკერის თქმით, ის იმედგაცრუებულია, რადგან ფანები ვერასდროს ნახავენ ამ ამბავს. 

"მხოლოდ ის კი არ არის საწყენი, რომ ჩვენ აღარ მოგვეცემა საშუალება, ეს ისტორია მოვყვეთ და ეს გამოცილება მივიღოთ, არამედ ისიც, რომ აუდიტორიას ძალიან უნდოდა ახალი ფილმი,"- ამბობს სარა ჯესიკა პარკერი. 

The Daily Mail-ი უცნობ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გადაღებები სამანტა ჯონსის როლის შემსრულებლის, კიმ ქეთრელის გამო შეწყდა. ქეთრელმა Warner Bros-ს პირობები წაუყენა, რის გარეშეც, კონტრაქტზე ხელს არ მოაწერდა, კომპანიისგან კი უარი მიიღო.

HBO-ს პოპულარული და საკულტო სერიალის Sex and the City-ის გადაღებები 1994 წელს დაიწყო და ის 6 სეზონს მოიცავს, რის შემდეგაც 2008 და 2010 წლებში ორი ფილმი გამოვიდა, რომელიც ერთგვარი გაგრძელება იყო სერიალის. 

2016 წლის დეკემბერში დააანონსდა, რომ მესამე ფილმის სცენარი უკვე დაწერილი იყო და მთავარმა მსახიობებმა კონტრაქტებს ხელი მოაწერეს. 

კომენტარები