პარაოლიმპიური თამაშები

დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარალიმპიურ თამაშებზე - Invictus Games - დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა. გამარჯვებულებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა, სპორტის კიდევ ხუთ სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა.

"ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები